თავმჯდომარედ ჩემი არჩევის შემთხვევაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გადარჩება – ამის შესახებ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაშლის დრო არ არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პარტიის მენეჯმენტი. აუცილებელია, დასავლეთთან და უკრაინასთან ბევრად უფრო აქტიური მუშაობა. ჩემი თავმჯდომარეობის შემთხვევაში ენმ- პარლამენტს დატოვებს და გავა ქუჩაში. ამომრჩევლები ჩვენ გვთხოვენ, ვიბრძოლოთ გარეთ და საერთაშორისო ფრონტზე”- თქვა მამულაშვილმა.
Facebook Comments Box