პოლიტიკა

„ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, პენიტენციურ დაწესებულებაში შევარდეს?“ – იონათამიშვილი

Nusagi

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ფიზიკურად გამოხსნის“ შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

იონათამიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. 

„ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ შეიძლება, პენიტენციურ დაწესებულებაში შევარდეს? ასეთი განცხადება უხერხულია, ფაქტობრივად აღიარეს, რომ მათ დემოკრატიული პროცესებით არანაირი წარმატების მიღწევა არ შეუძლიათ და მხოლოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

👉 „ჯერ გადახტეს და „ჰოპ“ მერე დაიძახოს“ – ხაბეიშვილი მელიაზე

მეორე მხრივ, ძალიან სასაცილო არის, როდესაც რევოლუციურ სცენარზე იწყებენ საუბარს ისეთი პერსონაჟები, როგორიც არის ხაბეიშვილი ან ამ პარტიის თავმჯდომარეობის დანარჩენი კანდიდატები. გააგრძელონ ამ სულისკვეთებით საუბარი და ამით კიდევ უფრო დააჩქარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობის პროცესს ქართული პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა. 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე „შევარდება და ფიზიკურად გამოიხსნის სააკაშვილს?“ განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდა, მაგასაც გავაკეთებ“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,432,188 ნახვა
%d bloggers like this: