ჯანდაცვა

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, კოვიდი მსუბუქად მიმდინარეობს და კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს – ჩხაიძე

Nusagi

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. 

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის პარამეტრები სტაბილურია და კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას არ საჭიროებს. 

„პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები, ეს არის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები, რესპირატორული მაჩვენებლები, სტაბილურია. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. აქედან გამომდინარე, რაც ადვოკატმა განაცხადა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. 

პაციენტი კონსულტირდება ყოველდღე სხვადასხვა პროფილების ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას. ამიტომ პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. 

კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. რისკებზე ზოგადად ვსაუბრობ იმიტომ რომ  კოვიდს ზოგადად გართულებები ახასიათებს, მით უმეტეს როდესაც ამ შემთხვევაში არის სხვა თანმხლები დაავადებები, რაიმე გართულება არ არის გამორიცხული. ამ ეტაპზე არანაირი მიმანიშნებელი რომ რაიმე გართულებასთან გვაქვს საქმე, ასე არ არის“, – აცხადებს ჩხაიძე.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,202 ნახვა
%d bloggers like this: