საზოგადოება

გელა ნიკოლაშვილი გიული ალასანიას განცხადებაზე: მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა, მათი მიზანი სააკაშვილის მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია გათავისუფლება, რის შემდეგაც საზღვარგარეთ წავლენ

Nusagi

მიმაჩნია რომ ეს არის ტაქტიკა და არა ის, რომ მაინცდამაინც მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოში გააგრძელოს მკურნალობა, – ასე გამოეხმაურა გელა ნიკოლეიშვილი გიული ალასანიას განცხადებას, რომ ისინი არ მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას – არამედ სასჯელის გადავადებას.

„საქართველოში ისედაც არიან, მათი მიზანი მკურნალობა ხომ არ არის, მიზანია – გათავისუფლება. ეს არის საბაბი და მერე როცა გათავისუფლდება, წავლენ საზღვარგარეთ. ვერც მოსამართლე და ვერავინ ვერ გააკავებს, იმიტომ რომ კანონით არავის აქვს უფლება, რომ თუ გადაუვადდება ან გათავისუფლდება, შეუზღუდონ ქვეყნიდან გასვლა“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

სასჯელის გადავადების სანაცვლოდ, სააკაშვილმა შესაძლოა მკურნალობის კურსი საქართველოში გაიაროს. არადა სააკაშვილის გარემოცვა არც თუ შორეულ წარსულში იმას ირწმუნებოდა, რომ ჩვენი ქვეყნის კლინიკებს, მსჯავრდებულის სამკურნალოდ რესურსი არ ჰქონდა. შეცვლილი პოზიცია მედიას დღეს სააკაშვილის დედამ გაუზიარა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,827 ნახვა
%d bloggers like this: