მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის სამმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ თანამდებობები დატოვეს.
ბაჩო დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანი იყო, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
სამივე მათგანი რჩება პარტიის წევრად, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
Facebook Comments Box