გარდაიცვალა „ადამსების ოჯახის“ პირველ ეკრანიზაციაში, ვენსდეის როლის შემსრულებელი ლიზა ლორინგი
მსახიობი ლიზა ლორინგი, რომელიც საკულტო სერიალში „ადამსების ოჯახი“ ვენსდეის როლს ასრულებდა, 64 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა.
Deadline-ის ინფორმაციით, მსახიობს სამი დღის წინ ინსულტი დაემართა და კვირას დაიღუპა, როდესაც მას ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაუთიშეს.
ლორინგმა ვენსდეის როლის შესრულება 6 წლის ასაკიდან დაიწყო. შოუ 2 სეზონი გაგრძელდა 1964-1966 წლებში. მისი პერსონაჟი სათნო, მაგრამ დაღვრემილი გოგონაა, რომელსაც უცნაური არსებები ჰყავს- ხვლიკი, სახელად ლუციფერი, ობობა-ქვრივი და უთავო თოჯინა.
ლორინგი, თავის ინტერვიუებში ხშირად იხსენებდა სერიალის გადაღების დეტალებს. მისი თქმით, მსახიბთა მთელი შემადგენლობა, მართლაც, ერთი დიდი ოჯახივით იყო.
Facebook Comments Box