პოლიტიკა

„ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა“ – გია ხუხაშვილი

Nusagi

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების ფავორიტი იყო და მისი თავმჯდომარედ გაყვანა მოახერხეს“. ის ასევე აცხადებს, რომ „ყველაზე მყვირალა, სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორალური თვალსაზრისით გაყოფილია. 

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო ელექტორალური თვალსაზრისით, პარტიაში პრობლემა უკვე არის. ამ თვალსაზრისით, პარტია უკვე გაიყო. შეიძლება ფორმალურად პარტიის გახლეჩა არ დაფიქსირდეს, მაგრამ დაპირისპირება იმდენად მწვავე ხასიათს ატარებს, რომ ელექტორალურად ის უკვე გაყოფილია. 

რაც შეეხება პერსპექტივას – ეს არის ის სცენარი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმზე, დაპირისპირებაზე, მტრის ხატის ხატვაზე და რეალურად მივიღეთ სურათი, როდესაც ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პროცესი რაც ხდება, სასარგებლოა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენა, როგორც ბოროტების ღერძად, მეორე პოლუსად ხელისუფლებას გაუჭირდება, საკმაოდ დასუსტდა ეს არგუმენტი. ელექტორალური გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ ორპოლუსიანობის ფორმირება ხელისუფლებას სამომავლოდ გაუჭირდება და ეს კიდევ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, კარგია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: