საზოგადოება

„მიშას თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და პარტიის ოფისი“ – ხაბეიშვილი

Nusagi

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კლინიკა „ვივამედდთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მივიდა და ექსპრეზიდენტის რეანიმაციაში გადაყვანა მოითხოვა.  

მისი თქმით, მისი თავმჯდომარეობის პირობებში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება. 

„მიხეილ სააკაშვილი არის პაციენტი, რომელიც სჭირდება რეანიმაციაში გადაყვანა და ამას არ აკეთებს რუსული რეჟიმი. მას უსწორდებიან ასე, არ გადაჰყავთ რეანიმაციაში. ადამიანი არის კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ, რეანიმაციაში იგი სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს საკითხი იქნება ნომერ პირველი. სხვა პოლიტიკა არც განიხილება, როცა მიხეილ სააკაშვილს კლავენ ციხეში.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, ფიზიკური მობილიზაციის ჩათვლით, რათა თანამდებობის პირებს, ვინც ხელს აწერს პრეზიდენტის მკვლელობას, პრობლემები შეექმნათ. ყველა რაიონში იქნება სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, ყველგან დავიწყებთ მობილიზებას, ეს არ შეწყდება, ეს არის გამორიცხული. 

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და პარტიის ოფისი. მინუსებიდან დავიწყებთ ბრძოლას ქვეყნისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ ფიზიკურადაც მზად ვართ, არაფრის არ გვეშინია, ფრონტის ხაზი იქნება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მიშას თავისუფლების სანაცვლოდ ჩვენ ყველაფერს მინუსებიდან დავიწყებთ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: