პოლიტიკა

მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“ – ხაბეიშვილი იძახის დავამხობ „ქოცებსო“, მიშა მაგის ჩიტია ეს ჭამოს?! – იაგო ხვიჩია

Nusagi

„მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის კურთხევით,“ – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  გამორიცხულია, რომ ლევან ხაბეიშვილმა პარტიას უშველოს.

„ჩემი აზრით, თუ ახლა რაიმეზე გარიგება უნდა არსებობდეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. გამორიცხულია, რომ ლევან ხაბეიშვილმა პარტიას უშველოს მაშინ, როცა მიშა ციხეშია. ტყუილად უნდა მოსთხოვო ადამიანს ზედმეტი. 

მოსაფიქრებელია რაღაც ისეთი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ შეასრულოს მტრის ხატის როლი. მიშა, შანსი არ არის წელიწად-ნახევარში არ მიხვდეს, რომ პარტია „დაახიეს“ – ხაბეიშვილი იძახის დავამხობ „ქოცებსო“, მიშა მაგის ჩიტია ეს ჭამოს?!

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის კურთხევით. სანამ მიხეილ სააკაშვილი შემკოწიწებელია, მანამდე ეს პარტია იარსებებს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,247 ნახვა
%d bloggers like this: