გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ ქვეყნები თანმიმდევრულად და გაბედულად შეიყვანდნენ უკრაინას ნატოში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში არ მოხდებოდა.
The Washington Post-ის სტატიაში ჯონსონმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ დიპლომატიურ გაურკვევლობას ნატოსა და უკრაინის შესახებ და ეს კატასტროფით დასრულდა.
„ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით უკრაინელებს, რომ ნატოში ღია კარის პოლიტიკა გვაქვს და მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი ბედი და რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება. შედეგი არის ყველაზე საშინელი – ომი ევროპაში ბოლო 80 წლის განმავლობაში. პუტინმა გაანადგურა უამრავი სიცოცხლე, სახლი, იმედები და ოცნება“, – აცხადებს ჯონსონი.
Facebook Comments Box