დღეს, როგორც ყოველთვის, მოვუტანე რაღაცა წიწიბურა, რაღაცა კვერცხი მოხარშული და სალათი,-ასე პასუხობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ჟურნალისტის შეკითხვას- რა საკვები მიუტანა დღეს ვივამედის კლინიკაში შვილს.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამ საკვებსაც სრულყოფილად არ იღებს.
„თვითონ რასაც დამიკვეთავ, ის მომაქვს. დიდი არჩევანი არა მაქვს“,-აცხადებს გიული ალასანია.
ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებს პაციენტთან სრულყოფილი კალორაჟის საკვები არ მიაქვთ.
„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია.” – განაცხადა ნადირაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.