რესპუბლიკის მოედანზე Wolt-ის კურიერები აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების გაუმჯობესება და ანაზღაურების მომატებაა.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპლიკაციას გათიშავენ პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციამდე რამდენიმე დღის განმავლობაში მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ადმინისტრაციასთან, რომელმაც კურიერებს სთხოვა რამდენიმე დღე მოეცადათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაკავშირებია, Wolt-ის თანამშრომლებმა აქცია გამართეს.
კურიერები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაცია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ისინი აქციებს გააგრძელებენ.
„ჩვენი მოთხოვნა ტარიფების აწევაა. კიდევ ბევრი ხარვეზია, რის გამოც შემოსავალი გვაკლდება, თუ არ დაკმაყოფილდა მოთხოვნები, შემდეგ მოვილაპარაკებთ, როგორ წავიყვანოთ ჩვენი საქმე“,-აცხადებს აქციის მონაწილე.