საზოგადოება

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, უფლება ექნებათ მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ

Nusagi

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, უფლება ექნებათ მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, არის ცვლილება საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მიეცემა უფლება, ავტობუსის ზოლში გააჩეროს მანქანა მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით. ეს ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ნებართვებს. პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,762 ნახვა
%d bloggers like this: