ტექნოლოგია

ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ComCom-მა სოფელ გვარას მოსახლეობა გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას მოსახლეობასთან ციფრული წიგნიერების შესახებ სემინარები ჩაატარა. 

სამდღიან აქტივობაში 40-ზე მეტი ადგილობრივი ჩაერთო და ინტერნეტის გამოყენების საბაზისო ცოდნა მიიღო. მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად Log-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia-ს პროექტი საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და მსოფლიო ბაკნისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,654 ნახვა
%d bloggers like this: