ეკონომიკა

ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი გახდა

Nusagi

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი გახდა. რაჟდენ კუპრაშვილი დღემდე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის – „ტრანსპროექტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

 2023 წლის 6 თებერვალს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინა სამი კანდიდატი – ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ახალ უფროსს შეხვდა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,224 ნახვა
%d bloggers like this: