განათლება

კოლეჯი „პრესტიჟი“ ჩემი სავიზიტო ბარათია. რუბრიკის სტუმარი- გოგი ბიჭოლაშვილი

პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“   თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

კოლეჯს ჰყავს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც ქვეყნის წამყვან უწყებებში საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებენ.

დღეს რუბრიკის სტუმარია –  გოგი ბიჭოლაშვილი 43 წლის. ის ენერგო-პროში ქსელის განვითარების განყოფილებაში ინჟინერ-დამპროექტებელის პოზიციაზე. 

-მოგვიყევით თქვენს შესახებ

-2018 წელს დავამთავრე კოლეჯი „პრესტიჟი“ და დავეუფლე  ელექტრიკოსის სპეციალობას. ვმუშაობ სს. ენერგო-პრო ჯორჯიაში ქსელის განვითარების განყოფილებაში ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.

-რას გვეტყვით თქვენს პროფესიაზე? 

-მიყვარს ჩემი პროფესია და ვთვლი, რომ  ჩემს წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი  შეიტანეს კოლეჯი „პრესტიჟის“ პედაგოგებმა, რომლებიც ზრუნავდნენ როგორც ჩემი, ასევე თითოეული სტუდენტის პროფესიულ განათლებაზე და დახელოვნებაზე. ტკბილად მახსენდება კოლეჯში გატარებული დღეები, საინტერესო შეხვედრები დამსაქმებლებთან და მათთან ჩვენი ღირსეული წარდგენა. 

მიხარია, რომ დღეს  პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟი“  არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. კოლეჯის ხელმძღვანელობა დღენიადაგ ზრუნავს და ნერგავს   სიახლეებს, რათა შრომის ბაზარს შესთავაზოს პროფესიონალი კადრები.  

-რა რჩევას მისცემთ ახალგაზრდებს? 

-მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს, რომ გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და კოლეჯ „პრესტიჟში“ დაეუფლონ მომავლის პროფესიას, რაც მათ დაეხმარება კარიერულ განვითარებასა და წინსვლაში. 

ძალიან ამაყი ვარ, რომ ვარ „პრესტიჟის“ კურსდამთავრებული.

კოლეჯი „პრესტიჟი“ – ჩემი სავიზიტო ბარათია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: