სელებრითები

61 წლის ასაკში ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ტომ საიზმორი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

საიზმორი ტვინის ანევრიზმის დაზიანების შემდეგ თებერვლის შუა რიცხვებიდან კომაში იყო ჩავარდნილი. მსახიობი, რომლის კარიერას სკანდალებმა შეუშალა ხელი, ძირითადად, მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა. ყველაზე ცნობილი ფილმები მისი მონაწილეობით „რიგითი რაიანის გადარჩენა“ და „შავი ქორის დესანტია“.

საიზმორის კარიერას ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებამ შეუშალა ხელი. ის რამდენჯერმე ნარკოტიკების შენახვისთვის და ოჯახური ძალადობისთვის გაასამართლეს.

მისი სამსახიობო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. ჩამოთვლილი ფილმების გარდა მან ასევე როლები შეასრულა ფილმებში „დაბადებიდან მკვლელები“, ‘შეტაკება“ – რობერტ დე ნიროსთან ერთად, „ეშმაკი ცისფერ კაბაში“ – დენზელ ვაშინგტონთან ერთად. 

ჭორები დადიოდა, რომ „რიგითი რაიანის გადარჩენის“ გადაღებისას, სადაც საიზმორმა სერჟანტ ჰორვატის როლი შეასრულა, რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა რამდენჯერმე გააფრთხილა მსახიობი, რომ ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში საიზმორს გადაღებებიდან მოხსნიდა და ფილმს თავიდან, მის გარეშე გადაიღებდა. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,490 ნახვა
%d bloggers like this: