სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდი „სირცხვილის კორიდორი“ ავრცელებს შუახნის მამაკაცის ვიდეოს. პოსტში ნათქვამია, რომ ეს პიროვნება უწევდა კოორდინაციას აგრესიულად განწყობილ მომიტინგეებს. პოსტში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ჩაფიქრებული იყო პოლიციასთან შეტაკებისას ორი ახალგაზრდა მომიტინგის მკვლელობა.
„ამ მანიაკებს აქციებზე ორი ახალგაზრდის მკვლელობა უნდოდათ, აორგანიზებდნენ, რომ პოლიციასთან შეტაკებაში ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა. ეს ის ნაძირალაა, ვინც ადგილზე მართავდა პროცესებს, პროვოკაციებსაც ეს აწყობდა. მადლობა შსს-ს, რომ თავიდან აგვარიდეთ მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia“,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box