პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?

Nusagi

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეორგოლს, სადაც განმარტებულია, თუ რა ეწერა იმ კანონპროექტში, რომელიც საზოგადოების მღელვარების გამო, მმართველმა გუნდმა პარლამენტიდან გაიწვია. მისი თქმით, პარლამენტის აღების და სამართალდამცველებზე მოლოტოვის კოქტეილებით ანგარიშსწორების მსურველებისთვის, არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ რა ეწერა რეალურად წარმოდგენილ კანონპროექტში. „ეს განსაკუთრებით იმათ ეხებათ ვინც იძახოდით და ამტკიცებდით გინდა თუ არა რუსული კანონია, და წაკითხულიც არ ჰქონდათ!

ეს იმათ ეხებათ, ვინც ამტკიცებდით ამ კანონს თუ მივიღებთ დასრულდა ჩვენი ევროპელობა და ცხოვრებაო! ყველაზე უფრო კი იმათ ეხებათ აი, ამ კანონის გამო, პარლამენტის აღება, და მოლოტოვის კოქტეილებით სამართალდამცავებზე ანგარიშსწორება რომ გადაწყვიტეს. 5 სხვადასხვა ნავში მსხდომებს, გემიდან გაქცევის მომლოდინეებს და მიზეზების მძებნელებისთვის, არავითარი მნიშვნელობა, რომ არ ჰქონდა რა კანონი იქნებოდა, ეს უკვე გასაგებზე გასაგებია! ამისთვის ანგრევდით ქვეყანას?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,224 ნახვა
%d bloggers like this: