პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი – ევროპარლამენტის ვებგვერდიდან ინფორმაცია გავაზიარე და მომივიდა შეტყობინება, რომ დამოუკიდებელმა Fact-checker- ებმა ყალბ ამბად მიიჩნიეს და დამიბლოკეს, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის კოორდინაციაა რეალობის დასაბლოკად

Nusagi

“წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში,” – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, ევროპარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდიდან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ფეისბუკმა ყალბ ამბად მიიჩნია.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს კოორდინაციის იმ მაღალ ხარისხზე, რომელსაც დაინტერესებული მხარეები საქართველოს მოსახლეობისთვის სინამდვილეში არსებული ვითარების დასამალად იყენებენ.

“საოცრება ხდება!!! რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდიდან ინფორმაცია გავაზიარე, სადაც წერია, რომ განხილვაშია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი. დღეს Facebook-იდან მომივიდა შეტყობინება, რომ, თურმე “დამოუკიდებელმა” Fact-checker ებმა ჩემს მიერ გაზიარებული ინფორმაცია ყალბ ამბად მიიჩნიეს. წარმოიდგინეთ, რეალობის დასაბლოკად იმ მასშტაბის კოორდინაციაა, რომ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდსაც კი ყალბ ამბად ასაღებენ. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგოს რა ხდება სინამდვილეში. თუმცა, საერთოდ არ მიკვირს, ამერიკულ კანონზე დაგვაჯერეს რუსულიაო და ევროპარლამენტის ვებგვერდის სიყალბის საკითხი ამასთან საერთოდ რა მოსატანია?!

P.S. – ძალიან მეცინება, მაგრამ რაც ახლა ხდება ეს სასაცილო საერთოდ არ არის – ეს ტრაგედიაა!!!”- წერს ანდრია გვიდიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,286 ნახვა
%d bloggers like this: