პოლიტიკა

„ნებისმიერ მოძრაობას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელიც არ მოიცავს სააკაშვილის, გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლების მოთხოვნას, ან გულწრფელობა აკლია, ან გონიერება, ან ორივე ერთად“ – კახა ლომაია

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია სოცქსელში წერს:

„ბრიუსელი თუ ბრიანსკი?
შესაძლებელია, რომ თავმოყვარე დემოკრატიაში მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ციხეში იჯდნენ? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვს, წაიკითხე წამყვანი დასავლური მედია, მოუსმინე წამყვან დასავლელ პოლიტიკოსებს და მოაზროვნეებს, მათ შორის ლეგენდარულ ანტისაბჭოთა დისიდენტებს. კონტრასტისთვის შეგიძლია რუს პოლიტიკოსებსაც მოუსმინო. პასუხი ნათელია: ამ ადამიანების პატიმრობა შეუთავსებელია დასავლურ მისწრაფებებთან. თუ ბრიუსელში გინდა, მიშა და ნიკა თავისუფლები უნდა იყვნენ. თუ ესენი ციხეში გყავს – დაბრო პოჟალოვატ ვ ბრიანსკ. მესამე ვარიანტი არ არსებობს.
ამიტომ, ნებისმიერ მოძრაობას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელიც თავის თავში არ მოიცავს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და სხვა პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლების მოთხოვნას, ან გულწრფელობა აკლია, ან გონიერება, ან ორივე ერთად.“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,009 ნახვა
%d bloggers like this: