პოლიტიკა

“ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე მოვა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

Nusagi

“მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ინფორმაციით იკვებებით, მაგრამ ჯერჯერობით, “ნაცმოძრაობა” ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს და ოპოზიციამ მოიგოს, ხელისუფლებაში მიშა სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და ვაშაძე (ამას მიუერთებენ) მოვა” – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშივლი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საზოგადოებამ რეალობა უნდა შესცვალოს – გაჩუმებით რეალობა არ იცვლება.

“დღეს ასეა. ცხადია ხვალ ასე აღარ უნდა იყოს და ჩვენ ამას ვცდილობთ, მაგრამ თქვენ გსურთ ამაზე არ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ რეალობა მწარეა და გგონიათ, რომ გაჩუმებით დაიმალება – ეს სისულელეა.

შეფასებებს არ ვეხები – ვიღაცას მოგწონთ, ვიღაცას არა. ვეხები იმ იდიოტებს, რომლებიც “ქოცების შემოგდებულად” მიიჩნევენ ამაზე მსჯელობას. რეალობაა ეგ, და ცხადია ამ რეალობას “ქოცები” გამოიყენებენ, თქვენ თავი რა სიღრმეზეც არ უნდა ჩარგოთ. თუ რეალობა არ მოგწონთ, დაგვეხმარეთ, რეალობა შევცვალოთ – გაჩუმებით რეალობა არ იცვლება” – წერს ჩერგოლეიშივლი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,244 ნახვა
%d bloggers like this: