დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ოჯახთან ერთად 2 წლის ლაბრადორ რეტრივერს ლონდონის ცენტრალურ პარკში საბელის გარეშე ასეირნებდა, რაც აკრძალულია.
სუნაკს ვიდეო მოქალაქემ გადაუღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოს გამოეხმაურა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიცია, რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პარკში მყოფმა ოფიცერმა კანონდარღვევაზე ოჯახს გაფრთხილება მისცა.
ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
Facebook Comments Box