საგარეო პოლიტიკა

ბრიტანეთი რუსეთს საერთაშორისო საჰაერო სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდებს

Nusagi

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ ბრიტანეთში განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული სუ-27 მათ უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა, რის შედეგადაც, ამერიკული დრონი წყალში ჩაიძირა.

„ამაში საკვანძო მომენტი არის ის, რომ ყველა მხარე პატივს სცემს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს და ჩვენ, რუსებს იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებთ. ამერიკელებმა მომხდარს არაპროფესიონალური უწოდეს“, – განაცხადა SKY NEWS-ის ცნობით, ბენ უოლესმა ტოკიოში, იაპონიის თავდაცვის გამოფენა DSEI-ზე დასწრებისას. 

რუსული მხარე აცხადებს, რომ ამერიკული დრონი „საკუთარი მკვეთრი მანევრის გამო“ ჩამოვარდა და რუსული თვითმფრინავები მასთან კონტაქტში არ შესულან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,224 ნახვა
%d bloggers like this: