პოსტები სოციალური ქსელიდან

ევროკავშირის დროშა რომ კიდია პარლამენტის წინ, ეგაა დანაშაული – მორგოშია

Nusagi

რადიკალური და პრორუსული დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე „ალტ-ინფოს“ ლიდერის, ზურა მახარაძის მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დანაშაული აღნიშნული ქმედება კი არ არის, არამედ ის, რომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ფრიალებს.

„დასაბარებელი რა არის? ჯარიმას დაუწერენ და მორჩა, მეტი მაგაზე არაფერი სასჯელი არ არის. ევროკავშირის დროშა რომ კიდია პარლამენტის წინ, ეგაა დანაშაული ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ. მე ასეთი პოზიცია მაქვს და საქართველოს ძალიან დიდ ნაწილს. ეგ დროშა რომ მანდ კიდია, ეგ არის ჩვენი სირცხვილი“, – განუცხადა მორგოშიამ TV პირველს.

შეგახსენებთ, „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის დროს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მალევე, ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ დროშა მისი ჩამოხსნილი იყო.

„ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს“.

პარლამენტთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისევ აღმართეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,238 ნახვა
%d bloggers like this: