პოლიტიკა

ერთი და იგივე ადამიანები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას – მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებიც 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობირებენ.

მდინარაძის თქმით, ისინი აკეთებენ საქართველოს დამაზიანებელ განცხადებებს და საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობას აბრალებენ. 

„მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ იმ პარტიას, რომელსაც უნდა, რომ რამენაირად გააშავოს საქართველოს ხელისუფლება და პრორუსის იარლიყი მიაწებოს. საუკუნის აფიორა დასჭირდება პიარ კამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეს, ისინი ცდილობენ, რომ თავის ლობისტებთან ერთად საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი. მათ აქვთ მეთოდი, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა და ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს. ასეთი განცხადებები იყო იმ ნარატივის ლობირება, რომელიც ემსახურება „ნაცნოძრაობის“ კომპლექსის მოხსნას. ამ მიზნიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც მათ ნარატივს მხარს უჭერენ, „ნაცმოძრაობის“ და მათი ლობისტების მთავარ კომპლექსს ებრძვიან იმის შესახებ, რომ თავის დროზე, მათ უღალატეს, გაყიდეს თავისი ქვეყანა – ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს, ხელი მოუწერეს პუტინს ომის დაწყებაზე და ახლა, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის, ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც აპირებს რუსული კანონის მიღებას“, – აცხადებს მდინარაძე. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტართა ნაწილმა დღეს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მათ შორის, რაინჰარდ ბუტიკოფერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იქცა ქართულ კოშმარად.

„ეს ე.წ. „ქართული ოცნება“, იქცა „ქართულ კოშმარად“. სწორედ ამიტომ, უნდა შევიმუშავოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავსიუფლებლად“, – განაცხადა ბუტიკოფერმა. 

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, თიის როიტენმა კი ტრიბუნიდან აღნიშნა: 

„მოდი, პირდაპირ ვთქვათ, როგორცაა – ეს არის პრორუსული მთავრობა, რომელიც იმეორებს რუსეთის პროპაგანდას, რათა დაიცვას რუსული კანონი“. 

მარკეტა გრეგოროვამ კი საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტარების მისამართით სიტყვიერი თავდასხმების გამო გააკრიტიკა.

„თქვენ მონდომებული ხართ, რომ მიიღოთ კანდიდატის სტატუსი, ყველაფერს აკეთებთ ჩვენთან დაახლოებისთვის, მაგრამ თან, ყოველ ნაბიჯზე ქვას გვესვრით. ასე რომ, თუ ევროკავშირთან დაახლოება იმისთვის გსურთ, რომ ახლო მანძილიდან გვესროლოთ ქვები, არა მგონია, თანახმა ვიყოთ. აირჩიეთ მხარე, ანაც, ჩვენი სახით უკვე აღარ გექნებათ არჩევანი“, – მიმართა ხელისუფლებას გრეგოროვამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,690,571 ნახვა
%d bloggers like this: