ორივე კანონპროექტის გატანა არის დადებითი და გამამხნევებელი ნიშანი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველების მომავალი ევროკავშირშია და საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები, დაიცვას ღირებულებები.
ევროკომისრის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სიტყვით გამოსვლისას ოლივერ ვარჰეიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამართლებრივი პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.
„დემონსტრაციების შემდეგ, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილების შესახებ, გაიწვიოს კანონი და მომდევნო დღეს პარლამენტმა კენჭისყრაზე ეს კანონი ჩააგდო. ორივე კანონპროექტის გაწვევა პოზიტიური და გამამხნევებელი ნიშანია.
ქართველებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. ევროპულმა პერსპექტივამ, რომელიც საქართველოს შარშან, ივნისში მიენიჭა, ურთიერთობები უფრო ახლო კურსზე გადაიყვანა, ევროკავშირის გაფართოების ჩარჩოში, რაც დაფუძნებულია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, რომელიც განმტკიცებულია ასოცირების შეთანხმებით. ევროპული გზა მაღალ თამასას აწესებს, რაც ეხება სტანდარტებს საქართველოში. საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და დაიცვას ღირებულებები. ამას თან მოსდევს გაზრდილი ყურადღება და მონიტორინგი, რეფორმების გატარების საჭიროება, ის ასევე უზურნველყოფს უფრო ფართო ინსტრუმენტებს, რომლებიც საქართველოს ექნება ამ პროცესში.
ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოხატა შემართება, შეუერთდეს ევროკავშირს. მთავრობამაც ანალოგიური გზავნილები გააკეთა. ახლა მოქმედების დროა. ჩვენ ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ გადადგა რეფორმების პროცესში. ახლა რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის მთავარი პრიორიტეტები.
2 თებერვალს ევროკომისიამ წარმოადგინა შემდგომი პოლიტიკის გზამკვლევი, რომელიც ეხება ევროკავშირთან დაკავშირებულ რეფორმებს, ასევე
წარმოადგინა ანალიტიკური ანგარიში, რითიც შეივსო ჩვენ მიერ შარშან გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შემოტანილ განაცხადს. ფართო და ყოვლისმომცველი შეფასება საქართველოს პროგრესისა პირველად ჩატარდება 2023 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში და თქვენ გელით უფრო სრული სურათი.
ევროკავშირი რჩება საქართველოს და ქართველი ხალხის ახლო მეგობრად და პარტნიორად. ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი მთელი ქვეყნისთვის, რომ გაერთიანდეს და იმუშაოს შემართულად საერთო სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, რაც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა და ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ვარჰეიმ.