ჯანდაცვა

სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

“კარანტინის პერიოდი განისაზღვრება შემთხვევის დადასტურებიდან და მოქმედებს ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. კარანტინი გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად განიხილეს ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა გეგმის პროექტი, შესაბამისად დაიწყო საჭირო ღონისძიებების გატარება.

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,030 ნახვა
%d bloggers like this: