უცხოური მედია

„ფაშინიანი დეგენერატი და სომეხი ხალხის მოღალატეა, რომელიც პუტინს ატყუებს“ – სიმონიანი

Nusagi

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პატივისცემა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართაც უნდა იჩენდეს“. ცნობისთვის, მანამდე Sputnik Армения-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკის გამო, სიმონიანს სომხეთში შესვლა ჰქონდა აკრძალული და ის არასასურველი პირების სიაში იყო შეყვანილი. 

როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა РИА Новости წერს, სომხეთის ხელისუფლება დიდი ხანი გაურბოდა პაუხის გაცემას ამ თემაზე, ახლა კი, ფაშინიანმა აღიარა ფაქტი, რომელსაც დიდხანს მალავდნენ სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის, სიმონიანისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვის არსებობის შესახებ.

ხოლო როგორც თავად სიმონიანი აცხადებს, ფაშიანიანი სომეხი ხალხის მოღალატეა, რომელიც ვერ იტანს რუსეთს და პუტინს ატყუებს.

„მე ვამბობდი და პირადად ფაშინიანის შესახებ ახლაც ვიტყვი, რომ ის არის დეგენერატი და სომეხი ხალხის მოღალატე, რომ მან გაყიდა და უღალატა სომხეთის ყველა ინტერესს, რომელთა გაყიდვა და ღალატიც შეეძლო და რომელთა გაყიდვა და ღალატიც ჯერ ვერ შეძლო, რომ ის ვერ იტანს რუსეთს და პუტინს ატყუებს და უღირსი და უნამუსო „ცერეუშნიკი“ ჩალის საგებია“, – წერს სიმონიანი TELEGRAM-ზე და აღნიშნავს, რომ სომხეთში ჩასვლას ისედაც არ აპირებდა. 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა 10 მარტს თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი ასეთ აკრძალვას ნეგატიურად აფასებს მათი „დიდი მეგობრის, მოკავშირის, სტრატეგიურლი პარტნიორის“ მხრიდან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,224 ნახვა
%d bloggers like this: