დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ოპოზიცია საუბრობდა ორ საკითხზე, რომ არ გვინდა კანონი, არ უნდა იყოს სისტემური, უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა. ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კანონი როგორც საშუალება მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ასევე თქვა, რომ არანაირი ინდივიდუალური მიდგომა არ უნდა იყოს, არამედ სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს ამას. თუ არ უნდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვა, ნუ წვალობენ, პირდაპირ თქვან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.
Facebook Comments Box