პოლიტიკა

დავით კაჭარავა: სააკაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში არ გზავნიან, რადგან თავადაც იციან, რომ ეს ყველაფერი სიმულაციაა და გამარჯვების იმედი არ აქვთ

Nusagi

თავადაც იციან, რომ ეს ყველაფერი სიმულაციაა და გამარჯვების იმედი არ აქვთ, – ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში არგაგზავნის შესახებ დასმულ კითხვას.

„საზოგადოება პირდაპირ თვალნათლივ ხედავს ეს ყველაფერი არის სიმულაცია. თავადაც კარგად იციან, რომ სააკაშვილთან (და არა მხოლოდ მასთან) დაკავშირებით, მართლმსაჯულება სამართლიანად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვების იმედი არ აქვთ. მეტიც, იციან ამ ადამიანთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა არც მათ აღიარებენ. სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი – ერთი მხრივ, გვესაუბრებიან ევროპაზე, მეორე მხრივ კი, არ აღიარებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,272 ნახვა
%d bloggers like this: