საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ვინც იტყვის, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტია, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს და არა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით

Nusagi

ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტი მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს და არა თვითონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში არაფერი რუსული არ იყო და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საზოგადოება სრულიად მიზანმიმართულად და გააზრებულად შეიყვანა შეცდომაში.

„რეალურად, ნებისმიერი ადამიანი, ვინც იტყვის და გააგრძელებს მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარს, რომ ეს იყო რუსული კანონპროექტი, მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, მის მიმართ გააჩენს კითხვის ნიშნებს და არა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. იდენტური კანონპროექტის შესახებ მსჯელობას გეგმავს ევროკავშირი. ბუნებრივია, შეუძლებელია იძახო, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად, იქ რუსული არაფერი არ იყო და ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საზოგადოება სრულიად მიზანმიმართულად და გააზრებულად შეიყვანა შეცდომაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, რომ ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად აუცილებელია პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. ეს იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 აპრილს აქცია დააანონსა. ოპოზიციური პარტიის ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება თავად ოპოზიციაშიც გააჩინა.

ამის ერთ-ერთი მაგალითია თამარ კორძაიას განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მან ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ და პარლამენტიდან გამოთხოვილ კანონპროექტს ე.წ „რუსული კანონი“ უწოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,183 ნახვა
%d bloggers like this: