პოლიტიკა

გახარია: 7-8 მარტის აქციებისგან განსხვავებით, 20 ივნისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური

Nusagi

7-8 მარტის აქციებისგან განსხვავებით, 20 ივნისის აქციზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ლეგიტიმური იყო, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, 20 ივნისს მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ, ხოლო 7-8 მარტის აქციები მშვიდობიანი იყო.

„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას და ეს იყო უბრალოდ დარღვევა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციასა და, სხვათა შორის, პოლიცია ამას მოთმინებით იტანდა 3-4 საათზე მეტი, მაგრამ როცა ამ ორ მიტინგზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ვერ შევადარებთ ერთმანეთს, სრულიად სხვადასხვა ამბავია. ამიტომ არის, რომ გამოძიებამ 20 ივნისთან დაკავშირებით დაადგინა, რომ იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. როცა ამ ორ პროტესტს ვადარებთ, მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში“, – განაცხადა გახარიამ .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,586,244 ნახვა
%d bloggers like this: