უცხოური მედია

დიმიტრი პესკოვი ჰააგის გადაწყვეტილებაზე: სამართლებრივი თვალსაზრისით, მსგავსი სახის გადაწყვეტილებები არაფერს წარმოადგენს

Nusagi

კრემლში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერის გაცემას აღმაშფოთებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მსგავსი გადაწყვეტილებები არაფერს წარმოადგენს.

„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთისთვის სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერს წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: