დილიდან ირაკლი კობახიძის ლექციას ვესწრებოდი. რამდენიმე ადამიანი იყო შემოსული, რომლებიც ვერავინ იცნო, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ პროვოკაციისთვის იყვნენ ლექციაზე შემოსულები. შუა ლექციის დროს ერთ-ერთი წამოხტა და შეურაცხყოფები დაიწყო, ლექციის ჩაშლა სცადა. რა თქმა უნდა მივაბრძანეთ აუდიტორიიდან. ლექციაც მშვიდად გაგრძელდა,-წერს სოციალურ ქსელში სალომე ასათიანი და ლექციაზე მომხდარი ინციდენტის ვიდეოს ავრცელებს.
მისივე თქმით, ადგილზე პროვოკატორ აქტივისტებთან ერთად მთავარი არხის გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. სულ „შემთხვევით“, როგორც ჩანს .
„და ყველაზე საინტერესო. როგორც სხვა სტუდენტებმა გვითხრეს, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, გიორგი მუმლაძე, ნაცების კანდიდატი რომ იყო, შიგნით მყოფებს ტელეფონით აძლევდა დავალებებს.
ან რას უხდიან, ან რას პირდებიან ასეთი მდაბიო დავალებების შესრულებაში, რა საცოდავად გამოიყურებოდნენ უნდა გენახათ“,-წერს სტუდენტი.