უცხოური მედია

პუტინი მარიუპოლში ჩავიდა

Nusagi

ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლი პირველად მოინახულა,-ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა, რის შემდეგაც ავტომობილის საჭესთან დაჯდა და ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა, თან სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა. 

მოკრორაიონ „ნევსკიში“ პუტინი მოქალაქეებს გაესაუბრა, ასევე სანაპირო ზოლი დაათვალიერა. 

პრეზიდენტს თან ახლდა ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი.

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, მან პუტინს ქალქში  ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ მოუყვა, ასევე მიაწოდა ინფორმაცია განათლების ობიექტების, სამედიცინო ცენტრებისა და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ობიექტების კეთილმოწყობის შემდეგ, მოქალაქეები მარიუპოლში აქტიურად ბრუნდებიან. 

მარიუპოლში ვიზიტის შემდეგ პუტინმა თათბირი გამართა დონის როსტოვში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,587,261 ნახვა
%d bloggers like this: