პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის, “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნული ოპოზიციური სამეული პირდაპირ ეწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას, რათა შემდეგ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ.

„ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევენ, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკურ დაჯგუფება არ არსებობს. ცხადია, მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ. ნუ, ეცდებიან აუცილებლად. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რადიკალებს ახლა ერთი ამოცანა აქვთ – ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით როგორმე ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხონ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: