ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ბოლო ხანებია ჩვენი დროის ციციკორედ ჩამოყალიბდა – რაღაც თავის პედესტალს დადგამს, შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ყველას ლანძღავს – არ ვიცი, ეს რა ფასონი და რა სინდრომია, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
სარჯველაძემ აქვე აღნიშნა, რომ “ადამიანების უფლებებზე საუბრისას, რაღაც ფასონების შემუშავება და კლიშეების დანერგვა არ ვარგა“.
“არამც და არამც სწორი არ არის რაღაც არჩეული სტერეოტიპებით ვიმსჯელოთ, ერთი მიმართულებით ვიღაცის უფლება დავიცვათ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ღირებულებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელყოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
Facebook Comments Box