უცხოური მედია

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის დამტკიცების შემდეგ მორიგ საპროტესტო აქციებზე ასობით ადამიანი დააკავეს

საპენსიო რეფორმის დამტკიცების შემდეგ საფრანგეთის ბევრ ქალაქში ახალი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი კვლავ გამოვიდა ქუჩებში. აქციის მონაწილეები ამჯერად არა მხოლოდ რეფორმის უარყოფას, არამედ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომასაც მოითხოვენ. 

საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზში, ბორდოში, სტრასბურგში, ლიონში, რენში, ტულუზასა და ათეულობით სხვა ქალაქში. 

დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებს ცეცხლი წაუკიდეს და ბანერები ჩამოხიეს. ქალაქ აბევილში კი, აქციის მონაწილეები მერიის შენობაში შეიჭრნენ.

პარიზში უშიშროების ძალები და  აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: