საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯის საქმეზე: 1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა, ივერი მელაშვილმა არ იმუშავა ამ რუკით, საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მხრიდან განზრახ იყო დაშვებული შეცდომა

1:200 000-იანი რუკა არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა [დავით გარეჯის საქმის] პროცესში – ამ რუკაზე მუშაობა არ მოხდა მელაშვილის მიერ და ეს რუკა მან გაწია პროცესიდან, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა.

„საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების მხრიდან ერთი მხრივ განზრახ იქნა დაშვებული შეცდომა. ესეც ჩვეულებრივი პროპაგანდაა, რომ 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა დეფექტური იყო. 1:500 000-იანი რუკა, რომელსაც ჩვენ გვანახებენ, არის რუკის პასპორტი. თუ რუკას ლეგენდა არ ახლავს, ის დოკუმენტს არ წარმოადგენს. ამ ტოპოგრაფიულ რუკას უწერია თავის პასპორტში, რომ ეს რუკა მომდინარეობს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკიდან. ანუ, ძირი ამ რუკისა არის 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა. არსად მსოფლიო პრაქტიკაში 1:500 000-იან მასშტაბის რუკით საზღვარი არ დგება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ 5-7 მარტს, როდესაც თბილისში ჩატარდა კონფერენცია, რომ დადგენილიყო რესპუბლიკებს შორის საზღვრები, ამ კონფერენციის წინ დოკუმენტია შემდგარი, რომ ის რუკები, რომლითაც ჩვენ ვმუშაობდით, აღმოჩნდა მცდარიო.

1:500 000-იანი რუკებიც თავისთავად შეიცავს გამრუდებას და უნდა ვიმუშაოთ 1:200 000-იანი რუკებითო. ანუ პირდაპირ წერია რა რუკაზეც უნდა გვემუშავა ჩვენ. ამ რუკაზე მუშაობა არ მოხდა მელაშვილის მიერ და ეს რუკა მან გაწია პროცესიდან. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმაციის მქონე რუკა ამ პროცესში. ამ დროს საზღვრის დამდგენი კომისიიდან ისე გადის ეს რუკა პროცესიდან, რომ არანაირი ოქმი არ არსებობს, რომ ამ კომისიამ იმსჯელა, განიხილა და რუკა ამოიღეს ხმარებიდან“, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,200 ნახვა
%d bloggers like this: