საზოგადოება

არქიმანდრიტი კირიონი: პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ჩართულია ამ საქმეში და პულსზე ხელი უდევს, ჩემი იმედი ეს არის – ვიცი ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება

ვინც საქმეს აკეთებს, იმის წინააღმდეგ არის ბრძოლა – ჩემ მიმართ, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.

„პირველივე დღიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო დავით-გარეჯის საქმეს, ის გაოგნებული იყო: ვერ დაიჯერა, რომ ამხელა დანაშაულია ჩადენილი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მან დაავალა კრიზისების მართვას გამოკვლევა და იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ჩართულია ამ საქმეში და პულსზე ხელი უდევს. ჩემი იმედი ეს არის – ვიცი ამ ადამიანის განწყობა და დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. მე უკვე აღარ ვარ აქტიური დღეს, რადგან სახელმწიფო და კომპეტენციის მქონე ხალხია ჩარეული, მიხედავენ ამ საქმეს და ჩემს ქვეყანას ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან საიმედო ხელშია. მე ვიყავი აქტიური მაშინ, როდესაც საფრთხეს ვხედავდი, როცა ვერ ვხედავ საფრთხეს, არ არის ჩემი ადგილი“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,140 ნახვა
%d bloggers like this: