სოციალური ქსელები და მედია

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს – დიმიტრი ლორთქიფანიძე

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენები, შესაძლოა, ერთ თვეში განახლდეს – ამის შესახებ პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, პირველ ეტაპზე განიხილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. 

„ძალიან მალე ველოდებით ჩვენ, რომ დანაპირები აღსრულდება. ჩვენ ველოდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო კიდევ გადაიდო და ახლა უკვე ველოდებით. ამასთან დაკავშირებით დსთ-ს საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სათათბირო დეპუტატმა, ბატონმა კალაშნიკოვმაც გააკეთა განცხადება, რომ უკვე იმ მიჯნაზეა საკითხები მიყვანილი, რომ ძალიან  მალე მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა, ორივე საკითხის ერთად. ეს იქნება უვიზო მიმოსვლა და მას მოჰყვება პირდაპირი ავიამიმოსვლა. გულახდილად რომ გითხრათ, ვვარაუდობ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, ამას რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობა“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,227 ნახვა
%d bloggers like this: