საზოგადოება

არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება – ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის პროტესტს ჟურნალისტებთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ თანამშრომელს არ ემუქრება სამსახურის გარეშე დარჩენა. 

„სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით შემიძლია მეც დაგიდასტუროთ, ისევე როგორც პრემიერმა რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი, არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. რეორგანიზაციის შესახებაც მინდა კარგად გაერკვეთ, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ წერილს თუ კარგად წაიკითხავთ, იქ დეტალურად არის განმარტება გაკეთებული. არცერთ ექიმს, ექთანს, სანიტარს არანაირი პრობლემა დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების კუთხით არ შეექმნებათ“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 

მისივე თქმით, მომდევნო კვირას დეტალური პრეზენტაცია იქნება, სადაც პერსონალს ყველაფერს გააცნობენ. 

„არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერია დასამალი“, – აცხადებს აზარაშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,190 ნახვა
%d bloggers like this: