საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი – რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, საუბარია კლინიკის იმავე ადგილას აშენებაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორი ინფორმაციები მიზანმიმართულად ვრცელდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის და ხელფასის გარეშე. ძალიან კარგი ხედვა გვაქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. საუბარია იმავე ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მინდოდა, ეს ხაზგასმით მეთქვა. არავითარი მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,505 ნახვა
%d bloggers like this: