მედიცინა

ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე: ძირითადად წევს, ამიტომ შევთავაზეთ პროცედურები – როგორც კი მდგომარეობა დადებითი შედეგისკენ წამოვიდა, მაშინვე უარი განაცხადა ამ მკურნალობის გაგრძელებაზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, როდესაც, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები უმჯობესდება, ის უარს აცხადებს ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ჩარევაზე.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ სატალეფონო ჩართვის დროს განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ყოველთვის ნორმის ფარგლებში იყო.

„მისი სასიცოცხლო პარამატრები ნორმის ფარგლებში რჩება. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება კუნთებს, რა თქმა უნდა ადინამიურია, ადამიანი ძირითადად წევს და შესაბამისად ამიტომ შევთავაზეთ პროცედურები: ელექტოფორეზი, მასაჟი და ელექტროსტიმულაცია. როგორც კი დადებითი შედეგისკენ წამოვიდა, მაშინვე უარი განაცხადა ამ მკურნალობის გაგრძელებაზე“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,519 ნახვა
%d bloggers like this: