საზოგადოება

თათია სამხარაძე შემდგომი აქტივობებისთვის, საზოგადოებას ფინანსურ შემწეობას სთხოვს

პოსTV-ის ყოფილი ჟურნალისტი თათია სამხარაძე, რომელიც შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ბრალს სდებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შემდგომი აქტივობებისთვისთვის საჭირო თანხებს საზოგადოებას სთხოვს.

„გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული და ღირსების შემლახავი ბინძური კამპანია, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა მამყოფებს მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ფიზიკურ ტყვეობაში შესაძლო პროვოკაციების შიშით.

მიუხედავად არსებული უდიდესი რისკებისა, მე გადაწყვეტილი მაქვს ამ პროცესს მივყვე ბოლომდე და ხელმეორედ შევქმნა პრეცედენტი უკომპრომისო ბრძოლისა მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს არის გენდერული, სოციალური და პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მოკლე ვადებში არ დასრულდება.

ახლა ჩემი ძალა მხოლოს თქვენს მხარდაჭერასა და სიმრავლეზე გადის. თქვენი კონსოლიდაციის გარეშე ამ უთანასწორო დაპირისპირებაში სრულიად მარტო დავრჩები. ამ ეტაპზე გთხოვთ მთელი რიგი საორგანიზაციო და ტექნიკური ხარჯების დასაფარად ფინანსური შემწეობის გაღებას, თქვენი შესაძლებლობების და სურვილის ფარგლებში.

სამწუხაროდ, კონკრეტული მიმართულებების და აქტივობების დასახელება, რომელსაც ვგეგმავთ ახლა შეუძლებელია მოსალოდნელი ხელისშემშლელი ქმედებების ალბათობის გათვალისწინებით.

თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობას ვიღებ პირადად მე და პროცესის დასრულების შემდეგ, ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე წარვადგენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას“,-წერს თათია სამხარაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,009 ნახვა
%d bloggers like this: