ქალი და მამაკაცი

ანა სუბელიანი: ეს იყო გაუპატიურება, რომელიც თავის დროზე,  ვერ გავიაზრე, რომ დამემართა, დაბლოკილი მქონდა ცნობიერებაში

​სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია,-ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც არ მოეწონა, თუმცა ვერ მიხვდა, კონკრეტულად – რა. სუბელიანის განცხადებით, ამ შემთხვევიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ გააცნობიერა, რომ ეს იყო ძალადობა.

„ამ პერიოდის განმავლობაში მე ამ ადამიანთან მქონდა ერთხელ თუ ორჯერ შეხება, ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრები, რადგან ჩემს ცნობიერებაში ეს მოვლენა საერთოდ არ არსებობდა. დაბლოკილი მქონდა. ქალებს ხშირად კიცხავენ ამის გამო. ამ გამოცდილების შემდეგ მე კარგად მესმის თათია სამხარაძის, რომელიც ცეკვავს. შეიძლება აბსოლუტურად მეგობრული იყოს შენი განწყობა, შეიძლება გქონდეს თბილი მიმოწერა, გააგრძელო მასთან მუშაობა, რადგან შენს გონებას ჰქონდეს დაბლოკილი. 

ჩემმა გამოცდილებამ ქალების მიმართ ბევრად უფრო ემპათიური გამხადა. არ გაკიცხოთ ქალები იმის გამო, რომ ამაზე მხოლოდ წლების შემდეგ საუბრობენ. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ ვასახელებ ამ ადამიანს, არის ის, რომ მე მასთან მქონდა საუბარი მას შემდეგ, რაც გავიაზრე, თუ რა მოხდა და ვიგრძენი მისი მხრიდან გულწრფელი სინანული. თურმე მასაც არ ჰქონდა გააზრებული, რა მოხდა. მისთვისაც შოკის მომგვრელი იყო, როდესაც გაიაზრა. მან მითხრა, მეგონა, მე უნდა მეაქტიურა, უნდა დამეკერა გოგო, რომ არა ყოველთვის არას არ ნიშნავდა. ასე გამზარდა კულტურამო. ეს არ ამართლებს, მაგრამ ეს არის მოცემულობა, რომელზეც უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მეტი“,-აცხადებს ანი სუბელიანი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,510 ნახვა
%d bloggers like this: