საზოგადოება

მოლოტოვის კოქტეილების სროლის ბრალდებით დაკავებულის მამა: დადის ჭორი, რომ შვილთან კონფლიქტი მაქვს. ჯერ გაარკვიეთ და მერე წერეთ და იკითხეთ, იქნებ მე ვარ უვარგისი მამა

ბექა გრიგორიადისი, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამაა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მთავრობას რჩევას აძლევს, ნუ გადაიმტერებენ მისი შვილის თაობას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისი წარსულში მისივე მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის გამო არის ნასამართლევი, თუმცა ბექა გრიგორიადისი აცხადებს, რომ ამჟამად შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. გამარჯობათ მეგობრებო, დადის ჭორი და მიდის ჩემს შვილს ლაზარე გრიგორიადისის გაშავების პროცესი, თითქოსდა მე და ჩემს შვილს გვაქვს კონფლიქტი და არ გვაქვს კარგი ურთიერთობები, სანამ ვინმეს შვილს რამეში დაადანაშაულებთ გირჩევთ გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ, და საერთოდ იქნებ მე ვარ უარგისი მამა…. რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, (თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს“,-წერს დაკავებულის მამა.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით თბილისში დააკავა.

შსს ლაზარე გრიგორიადისს ედავება 7-8-9 მარტის პროტესტისას პოლიციის თანამშრომლებისთვის ქვებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. უწყების თანახმად, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ს კუთვნილ ავტომობილს.

შსს-ს შესაბამის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის სახდელდადებული და ოჯახური დანაშაულისათვის .

ბექა გრიგორიადისის სიმამრი „ნეტგაზეთთან“ ამბობს:

“პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილი ეხება 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ცესკოსთან” გამართულ აქციას, რომლის დროსაც წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ.

მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,882,347 ნახვა
%d bloggers like this: