სამართალი

მამუკა მდინარაძე: წლებია, მიმდინარეობს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1 პროცენტითაც მართალი ყოფილიყო, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს

წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს იყო მათი კამპანია სახელად „მიშა კვდება“. წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ფეიკკამპანია და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი“, – აცხადებს მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,890,514 ნახვა
%d bloggers like this: