უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„კიდევ ერთი ბიჭი მოგვიკლეს ძაღლისშვილებმა“, – წერს გიგა მაქარაშვილი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი მებრძოლი ბახმუტთან მიმდინარე შეტაკებებში დაიღუპა.
მისი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.
უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, 38 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
Facebook Comments Box